понедельник, 26 июня 2017 г.

მე-9 დღე

დღეს შევავსეთ ჩვენი გეგმები.
ბლოგს შევუცვალეთ დიზაინი.
გავაკეთეთ ბმულები, ჩვენი საქაღალდე გადმოვიტანეთ ბლოგზე.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის - ვისწავლე როგორ დავგეგმო და განვახორციელო ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები ეფექტური სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.
უღრმესი მადლობა ამისათვის ჩვენს ტრენერს, ქ-ნ ხათუნა ციხელაშვილს.

воскресенье, 25 июня 2017 г.

მე-8 დღე

გავიხსენეთ წინა დღე.
ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.
განვიხილეთ მოდული 6, აქტივობა 1.
გეგმაში გავწერეთ დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის. შევქმენით დამხმარე მასალა მათთვის.
კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ მის დახვეწაზე.

суббота, 24 июня 2017 г.

მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა.
გავაზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები ტრენერთან და მივიღეთ უკუკავშირი.
პრეზენტაციიდან გამომდინარე, ვისაუბრეთ განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალზე.
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურების გრაფა.
მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა.
განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და მივიღეთ უკუკავშირი.
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურების გრაფა.

суббота, 17 июня 2017 г.

მეექვსე დღე

გავიხსენეთ წინა ტრენინგის საკითხები.
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოვათავსეთ გუგლ დრაივს საქაღალდეში.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.
გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი.

воскресенье, 11 июня 2017 г.

მეხუთე დღე


 გავიხსენეთ წინა მასალა და გავეცანით დღევანდელი დღის გეგმას.
ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდზე.
გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების მეთოდების დოკუმენტს.
გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას, განვიხილეთ თითოეული მათგანი და ინსტრუმენტები.
ავირჩიეთ ჩვენთვის საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც შევიტანეთ გეგმაში შეფასების დროის ჩარჩოში.
განვიხილეთ შეფასების რამდენიმე ფორმა: ურთიერთშეფასების ფორმა, პრეზენტაციის ჩეკლისტი. გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში, მოვახდინეთ ადაპტირება.
მივიღეთ დავალება - შევქმნათ შეფასების ერთი ფორმა მაინც.


суббота, 3 июня 2017 г.

მესამე დღე


  • გავეცანით დღევანდელი ტრენინგის მიზანს
  • შევარჩიეთ სტანდარტის ინდიკატორები და გადმოვიტანეთ გეგმაში
  • ვისაუბრეთ მიზნებზე, მოვიყვანეთ მაგალითები 
  • გავწერეთ მიზნები ჩვენი პროექტისათვის
  • დავამზადეთ ბუკლეტი პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაზე, ავტვირთეთ შესაბამის საქაღალდეში.
  • ვნახეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებში სამი მიზანი და გადავიტანეთ გეგმაში.